საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული კლუბი და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაცია კანონის უზენაესობის ცენტრთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, მე-8 - მე-12 კლასის სკოლის მოსწავლეებს გიწვევთ თანასწორობის კვირეულზე, რომლის ფარგლებში მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმებისა და თანასწორობის შესახებ.
თანასწორობის კვირეული ჩატარდება 2024 წლის 11-დან 15 მარტის ჩათვლით. თითოეულ დღეს დაგეგმილი სესია გაგრძელდება 2 საათი.
პროექტის იმ მონაწილეებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სწავლებას, გადაეცემათ სერტიფიკატები.
სესიები ჩატარდება SEU-ში, მისამართი: ქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა N9.
პროექტში მონაწილეობისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ სამოტივაციო წერილის ველი: