საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს კონკურსს პარტნიორ ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ორმაგი დიპლომის პროგრამის ფარგლებში, 2024-2025 აკადემიური წლის მობილობისთვის. სასწავლო პროცესი გაგრძელდება 2024 წლის სექტემბრიდან - 2025 წლის ივლისამდე.
სწავლის პროცესი დაფინანსებულია Erasmus+ის მიერ, ასევე შერჩეულ სტუდენტს დაუფინანსდება მგზავრობის ხარჯი და მიიღებს სტიპენდიას ჯამში 5100 ევროს ოდენობით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების და მენეჯმენტის პროგრამების მესამე კურსის და ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 10.04.2024
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected]
პროგრამაში მონაწილე სტუდენტი შეირჩევა მიღებული დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]