18 აპრილს, ედინბურგის სამართლის სკოლაში, გაიმართება ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენცია, რომელიც შეეხება გლობალურ იურიდიულ განათლებას.
საერთაშორისო კონფერენციაზე SEU-ს სახელით წარდგებიან იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თეა ჯუღელი და ევროპული ინტეგრაციის ინსტიტუტის დირექტორი ირაკლი სამხარაძე.
მოხსენების თემაა გლობალური გამოწვევები და იურიდიული განათლება.