17 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდება ფსიქოლოგიური ჟანრის კინოს საღამო.
საღამოზე გაიმართება ფილმის “უნდა ვილაპარაკოთ კევინზე” ჩვენება. ფილმი მოგვითხრობს ამბავს ბიჭის შესახებ, რომელიც მოსიყვარულე ოჯახურ გარემოში სოციოპათად გადაიქცა.
კინოჩვენება SEU-ს ფსიქოლოგთა კლუბის ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართება.
დასაწყისი 17:00 საათი, დასწრება თავისუფალია.
აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული 16 აპრილის ჩათვლით:
დარეგისტრირდი