სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისათვის თემაზე: „რატომ ვიქცევით სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვანაირად?"

20 მაისი

20 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართება ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისათვის თემაზე: რატომ ვიქცევით სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვანაირად?“

მომხსენებელი: შოთა ბერულავა, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფსიქოლოგიის სკოლა ანიმოტერმის თანადამფუძნებელი, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების წევრ-კანდიდატი. 

ტრენინგის ფარგლებში ტრენერი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: 

  • რას ფიქრობდნენ პირველი თაობის ბიჰევიორისტები ადამიანის ქცევაზე;(S -> R ფორმულიდან, S-->P-->R -მდე ცვლილება);
  • რა არის სოციალური როლი;
  • რა/როგორ გავლენას ახდენს სოციალური როლი, გარემო და ამ გარემოში მყოფი ადამიანები ჩვენს ქცევაზე.

ტრენინგის გავლის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ, უკეთ დააკვირდნენ საკუთარ და სხვების ქცევას, ასევე არასასურველი ქცევის განმაპირობებელი ფაქტორების იდენტიფიცირებას.

დასაწყისი - 17:00 საათი.

მისამართი- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, წინანდლის ქ.9  

(Jean Monnet-ის აუდიტორია, მე-9 სართული, ახალი კამპუსი).

ტრენინგი ტარდება განათლების ადმინისტრირების და კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ორგანიზებით.

დარეგისტრირდი

Message body empty