სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია თემაზე: „საერთაშორისო სამართალი და არბიტრაჟი. პოლიტიკა, სამართალი და კომპრომისის ხელოვნება“

28 მაისი

28 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე:  „საერთაშორისო სამართალი და არბიტრაჟი.  პოლიტიკა, სამართალი და კომპრომისის ხელოვნება“.

ლექციის მომხსენებელი: იაკობ ცოლმანი, მაქს ვებერის ფონდის მკვლევარი, მოწვეული  მკვლევარი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ევროპული ინტეგრაციის კვლევით ცენტრში.

დისკუსიის ფარგლებში განიხილება საერთაშორისო არბიტრაჟის წარსული და აწმყო საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში და პასუხი გაეცემა ისეთ კითხვებს, როგორიცაა: 

  • რა შემთხვევებში მიმართეს სახელმწიფოებმა საარბიტრაჟო ტრიბუნალების დახმარებას?
  • რა სახის თემებს თვლის მთავრობები საარბიტრაჟოდ?
  • რატომ იღებენ სახელმწიფოები საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს მაშინაც კი, თუ ისინი სავარაუდოდ „წააგებენ“ საქმეს?

სამუშაო ენა: ინგლისური

დასაწყისი - 15:00 საათი

ადგილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, წინანდლის ქ. 9 (ახალი კამპუსი, მე-9 სართული, Jean Monnet-ის აუდიტორია)

ლექციაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე:  

დარეგისტრირდი

Message body empty