სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვორკშოპი თემაზე: „პერსონალური ბრენდინგის აუცილებლობა კარიერული განვითარებისთვის”.

06 ივნისი

6 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდება ვორკშოპი თემაზე: „პერსონალური ბრენდინგის აუცილებლობა კარიერული განვითარებისთვის”.

მომხსენებელი: მარია ვოსკანიანი, პერსონალური ბრენდინგის სპეციალისტი.

ვორკშოპი ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, რაც ითვალისწინებს არამხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას, არამედ პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.  

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეები შეასრულებენ ჯგუფურ დავალებებს, განიხილავენ რეალურ მაგალითებს და გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. 

ვორკშოპის ფარგლებში შეისწავლით:

  •   პერსონალური ბრენდინგის საფუძვლებს: რა არის პერსონალური ბრენდი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი.
  •   თვითიდენტიფიკაცია და უნიკალური თვისებების აღმოჩენას: როგორ განსაზღვროთ თქვენი უნიკალური თვისებები და ღირებულებები.
  •   ბრენდის მესიჯის ფორმულირებას: როგორ შექმნათ მკაფიო და მიმზიდველი მესიჯი, რომელიც ასახავს თქვენს ბრენდს.
  •   ონლაინ და ოფლაინ ბრენდინგს: როგორ გამოიყენოთ სოციალური მედია და სხვა პლატფორმები სწორი პოზიციონირებისთვის.
  •   Network-ის შექმნასა და კომუნიკაციას: როგორ დაამყაროთ და განავითაროთ მნიშვნელოვანი კონტაქტები. 

დასაწყისი: 12:00 საათი

დარეგისტრირდი

Message body empty