სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მასტერკლასების სერია თემაზე: „პროფესია ქალი ოპერატორი“

12 ივნისი

12 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართება  საჯარო მასტერკლასების სერია თემაზე: „პროფესია ქალი ოპერატორი“.

მომხსენებელი: SEU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი მარიამ შეყილაძე, რომელიც წარმოგვიდგენს თავის ჩანახატს: „გაცოცხლებული მთის ამბები“. 

შეხვედრის მიზანია ცნობიერების ამაღლება ჩვენს ქვეყანაში არსებული პროფესიული გამოწვევების შესახებ.

მასტერკლასს ასევე დაესწრება მოწვეული სტუმარი ოლიკო ცისკარიშვილი -სოციალური მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, „ჩემი გამომცემლობის“ დამფუძნებელი. ის სტუდენტებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას, ისაუბრებს იმ ფაქტებსა თუ მოვლენებზე, რაც მონაწილეებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში.

დასაწყისი: 17:00 საათი

დაინტერესებულმა პირებმა 11 ივნისს,15:00 საათამდე გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

დარეგისტრირდი


ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

მასტერკლასი ხორციელდება SEU- კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით

Message body empty