8 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამართლის პროგრამა, სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს სამოქალაქო განათლების უფასო პრაქტიკულ კურსს.
კურსის მიზანია სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. კურსი დატვირთული იქნება გუნდური სავარჯიშოებითა და როლური თამაშებით.
კურსის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნობიან შემდეგ სამართლებრივ საკითხებს:
კურსი განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს იმ მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამართლის დარგით და გეგმავენ სამართლის პროგრამაზე ჩაბარებას.
კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს.
კურსის ხანგრძლივობაა 1 თვე, კვირაში 1 დღე (შაბათი).
დარეგისტრირდი
თითოეულ მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი.
შეხვედრები გაიმართება SEU-ში.
მისამართი: წინანდლის ქუჩა 9, 300 არაგველის მეტროსთან.