სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მე-3 საერთაშორისო კონგრესი, აბრეშუმის გზის ახალი პროექტი

07 ოქტომბერი

21-ე საუკუნის ევროკავშირი: აბრეშუმის გზის ახალი პროექტი. დიალოგი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მკვლევარებისა და აკადემიკოსებისთვის

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს, ლაზარსკის უნივერსიტეტის, ესპანეთის ეროვნული დისტანციური განათლების უნივერსიტეტისა და მადრიდის უნივერსიტეტის (CEDEU) თანაორგანიზებით გაიმართება მესამე საერთაშორისო ონლაინ კონგრესი: 21-ე საუკუნის ევროკავშირი: აბრეშუმის გზის ახალი პროექტი. დიალოგი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მკვლევარებისა და აკადემიკოსებისთვის.

კონგრესი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ევროკავშირის აქტუალური მდგომარეობისა და აზიასთან ურთიერთობის შესახებ დებატებსა და აზრთა ურთიერგაცვლას. კონფერენცია არის მულტიდისციპლინარული და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალებს ყველა დარგში, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორიდან.

კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის მარტში. აბსტრაქტები მიიღება 2021 წლის 15 იანვრამდე. კონფერენციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 19 თებერვალი.

შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკონფერენციო ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალში "სეუ და მეცნიერება" ან ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ჟურნალში "ეკონომიკა და პოლიტიკური აზროვნება".

CALL FOR PAPERS 

Message body empty