21 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმასპინძლებს ვორქოშოფს სახელწოდებით „უწყვეტი განვითარება დასაქმებამდე და დასაქმების შემდეგ ".
სპიკერი: საკონსულტაციო ცენტრ QBQ-ს დამფუძნებლი - მაკა მჟავანაძე.
ვორქშოფი SEU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება. იგი მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული მართვის კომპეტენციების განვითარებას.
ონლაინ საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/37dNeIE
დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ მითითებულ ნომრებზე.
ლექცია გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით.
დრო: 16:00 სთ
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურს.
ტელ: 2 90 00 00 (27)
E-mail: career@seu.edu.ge