შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC ) მიერ გამოცხადებული კონკურსის თაობაზე ნანობიოტექნოლოგიების ლაბორატორიაში დასაშვებად.
ერთობლივი კვლევების ცენტრი (JRC) წარმოადგენს ევროკომისიის მეცნიერებისა და განათლების სამსახურს, რომელსაც გააჩნია ნანომასალების შესწავლის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორია. ლაბორატორიის საქმიანობა ფოკუსირებულია ნანომასალის თვისებებისა და ბიო სისტემებთან მათი ურთიერთქმედების მეცნიერული საფუძვლის დადგენაზე, ნანოტექნოლოგიის უსაფრთხო და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 08.01.2021
მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა საპროექტო წინადადება უნდა წარადგინონ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: JRC-RI-OPEN-ACCESS@ec.europa.eu.
ამასთან, კანდიდატებმა შევსებული ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორიული ტექნიკის ჩამონათვალის ფორმა უნდა წარადგინონ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: JRC-OPEN-NANOBIOTECH@ec.europa.eu.