სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში" იწვევს დაინტერესებულ ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს კვლევითი განაცხადების წარმოსადგენად

11 ნოემბერი

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში" იწვევს დაინტერესებულ ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს კვლევითი განაცხადების წარმოსადგენად.

კვლევა ხორციელდება პროექტის ფარგლებში: "გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში", რომლის მიზანია მარტყოფისა და დუშეთის პანსიონატებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დეინსტიტუციონალიზაცია და მათი სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.

პროექტი ინიცირებულია სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ და ხორციელდება "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის" მიერ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში:

Message body empty