არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

„ქალთა უფლებები და არსებული გამოწვევები საქართველოში“

13 ნოემბერი
zoom.us

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს იურიდიული ფაკულტეტი აწყობს ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო, ონლაინ კონფერენციას: „ქალთა უფლებები და არსებული გამოწვევები საქართველოში“  

კონფერენცია გაიმართება 2020 წლის 5 დეკემბერს, ონლაინ პლატფორმა zoom – ის რეჟიმში.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში არსებულ ყველა უმაღლესი დაწესებულების, ნებისმიერი საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს. ხოლო კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია ყველა მსმენელისათვის.

13 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე სეუ აცხადებს საკონფერენციო მოხსენებათა აბსტრაქტების მიღებას. 

მოხსენების თემატიკა უნდა ეხებოდეს შემდეგი საკითხებიდან ერთ-ერთს: 

  • სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა, როგორც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამომწვევი ფაქტორი ეთნიკურ უმცირესობებში;
  • განათლებაზე ხელმსაწვდომობის პრობლემა, როგორც გენდერული ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორი;
  • ადრეული ქორწინების პრობლემა;
  • ბოშა ქალები და გოგონები ძალადობის პირისპირ საქართველოში;
  • საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპები და მათი გავლენა   ოჯახში ძალადობაზე უმცირესობის თემში;
  • რა სირთულეებსა და დაბრკოლებებს აწყდებიან ქალები ოჯახში ძალადობის ფაქტების გასაჯაროებისას?
  • საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებული სირთულეები;
  • ფემიციდის საკანონმდებლო რეგულირება და არსებული მდგომარეობა საქართველოში;
  • ელექტრონული ზედამხედველობა, როგორც ქალთა ძალადობისაგან დაცვის ახალი ინსტრუმენტი;
  • გამოძიებისა და სასამართლო წარმოების სირთულეები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე;
  • ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ინსტრუმენტები და მათი გამოყენების ეფექტიანობა;
  • ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობა პანდემიის პირობებში. 

კონფერენციაზე რეგისტრაციისათვის საჭიროა გამოგვივზავნოთ აპლიკაციის სრულად შევსებული ფორმა, მოხსენების აბსტრაქტით.

მოხსენებათა აბსტრაქტები მიიღება 13 ნოემბრიდან 23 ნოემბრის 18 საათამდე, ელ ფოსტაზე: conference@seu.edu.ge  

ელ. ფოსტის დანიშნულების ველში გთხოვთ მიუთითოთ „კონფერენცია 05.12.2020“ 

შესაბამისი აბსტრაქტის წარმოდგენის შემდეგ, საკონფერენციო თემების შერჩევა მოხდება თემატიკის რელევანტურობიდან და  აქტუალობიდან გამომდინარე. 

გადაწყვეტილება აპლიკანტის კონფერენციაში მონაწილეობის მიიღება საკონფერენციო საბჭოს მიერ. ინფორმაცია კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ, სტუდენტებს ეცნობებათ 26 ნოემბერს, ხოლო დღის წესრიგი ცნობილი გახდება 2 დეკემბერს. ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ ფოსტაზე. 

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

აპლიკაციის ფორმა