არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მეცნიერება კაპიტანია

26 ნოემბერი

საქართველო წელს პირველად უერთდება ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით "მეცნიერება კაპიტანია", რომელშიც მონაწილეობას იღებს ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული 30 ქვეყანა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალდარგობრივი, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები, რაც ემსახურება საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას.

პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მწერალთა სახლი, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 26-27-28 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მუზეუმების ორგანიზებით ჩატარდება ვიდეოლექციები. ხელოვნებათმცონდნეები სამუზეუმო სივრცეებიდან ისაუბრებენ სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით თემაზე.

ლექციების განრიგი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ბმულზე:  www.captain2020.ge