სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პროფესორ ბრუნო ბერნარდის საჯარო ლექცია

22 იანვარი
zoom.us 18:00

22 იანვარს, 18:00 საათზე SEU მასპინძლობს პროფესორ ბრუნო ბერნარდის საჯარო ლექციას თემაზე "როგორ შეუძლია საქართველოს ეკონომიკური კრიზისის ფონზე მეტი ექსპორტის წარმოება და მსოფლიოში ახალ პარტნიორებთან მზარდი თანამშრომლობის დამყარება".

პროფესორი ბერნარდი, დოქტორ სამუელ მეისისთან ერთად, 2019 წელს ნობელის პრემიის კანდიდატი გახლდათ ეკონომიკის დარგში. იგი საერთაშორისო ვაჭრობის პალატისა და ევროკომისიის ექსპერტია. ის ასევე მარკეტინგისა და ბიზნეს ეთიკის 12 ენაზე ნათარგმნი 28 წიგნის ავტორია.

იგი გახლავთ ბელგიის პოლიტიკური ეკონომიის სამეფო საზოგადოების წევრი და ექსპორტში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებულია რაინდის სამი ტიტულით, როგორც საფრანგეთში ისე ბელგიაში.

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია: http://bit.ly/3bNkh8D

დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ სარეგისტრაციო ბმულზე მითითებულ ნომრებზე.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით.

Message body empty