სეუ გთავაზობთ სრულად დაფინანსებულ 1 წლიან სამაგისტრო პროგრამას პორტუგალიაში, ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან ერთად აცხადებს კონკურსს სეუს საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის ორმაგი დიპლომის მოსაპოვებლად.
გრანტის ოდენობა შეადგენს ცხოვრების 4250 ევროს + 820 ევრო მგზავრობის ხარჯს და გულისხმობს სრულ დაფინანსებას ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსზე სასწავლებლად. სწავლა სრულად ფინანსდება ერასმუსის პროგრამის ფარგლებში. კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ბრაგანცაში 2021 წლის სექტემბერში გაემგზავრება 1 სასწავლო წლით.
სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს როგორც სეუს ისე ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტის მაგისტრის დიპლომს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტი უნდა იყოს სეუს საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი , ფლობდეს ინგლისურ ენას (B2 დონე, შეფასება მოხდება სეუს შიდა გამოცდის საფუძველზე) და წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ზემოთ აღნიშნული საბუთების ელ. ვერსია გამოაგზავნოთ სეუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში მისამართზე: iro@seu.edu.ge
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 მარტი , კონკურსის პასუხები ცნობილი გახდება 10 მარტს.
სამაგისტრო პროგრამის შესახებ მეტი დეტალების გასაგებად გადადით ბმულზე: http://www.ipb.pt/go/e351