სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

იუნესკო - იაპონიის 2021 წლის საპრიზო კონკურსი

23 აპრილი

გამოცხადდა იუნესკო - იაპონიის 2021 წლის საპრიზო კონკურსი: განათლება მდგრადი განვითარებისთვის (ESD), რომელიც ითვალისწინებს 50 000 აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს.

პრიზის მისაღებად შეირჩევიან იუნესკოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და იუნესკოს ოფიციალური პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე წარდგენილი ნომინანტები.

საპრიზო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ პრიზზე წარსადგენი ნომინაციების ელექტრონული ვერსიები Word-ის დოკუმენტის ფორმატში 2021 წლის 23 აპრილამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected].

UNESCO.PDF

Message body empty