სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ჟურნალისტიკის ონლაინ კვირეული "თანამედროვე მედია" აბიტურიენტებისთვის

23 მარტი
Zoom.us

აბიტურიენტებო და ჟურნალისტიკის სტუდენტებო ყურადღება, 23-27 მარტის ჩათვლით საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU გიწვევთ ჟურნალისტიკის პროგრამის მიერ, ორგანიზებულ კვირეულზე სახელწოდებით: „თანამედროვე მედია“.

კვირეული მიზნად ისახავს აბიტურიენტების და სტუდენტების ცოდნის ამაღლებას ჟურნალისტიკის სფეროში.

კვირეულის ფარგლებში, განხილული იქნება თანამედროვე და ტრადიციული მედიის აქტუალური მიმართულებები. კვირეული განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ფიქრობენ ჟურნალისტიკის პროგრამაზე ჩაბარებას. მონაწილეები მიიღებენ რეალურ რჩევებს, ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისგან, რომელთა შორის არიან ტელე და რადიო წამყვანები, ინფლუენსერები, რედაქტორები და სხვა.

სპიკერები ისაუბრებენ საკუთარი გამოცდილების შესახებ, ასევე მედიის მრავალფეროვნებასა და თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევებზე აბიტურიენტები და სტუდენტები გაეცნობიან ჟურნალისტიკის სპეციფიკას, რაც დაეხმარებათ შემდგომში მიმართულების ან პროფესიის სწორად არჩევაში.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა დაესწროთ ყველაზე საინტერესო კვირეულს, დასვათ კითხვები და მიიღოთ სასარგებლო რჩევები. კვირეულზე დასწრება თავისუფალია.

კვირეულის განრიგი:

„თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის ენა, სტილი, თემები, წერის მანერა"

  • დრო: 23 მარტი, 18:00 სთ
  • სპიკერი: ბაჩო კვირტია
  • სტილისტ-რედაქტორი ჟურნალების  (OK და ანტრეპრენერი), პროზაიკოსი, დრამატურგი, სცენარისტი
  • სარეგისტრაციო ფორმა

„რადიო, პირდაპირ ეთერში მუშაობის სპეციფიკა“


„ტელევიზია, რა უნარები უნდა ჰქონდეს ტელეწამყვანს?“


„ტელეწამყვანის გამოწვევები"

  • დრო: 26 მარტი - 13.00 სთ
  • სპიკერი: მაგდა საბაშვილი 
  • SEU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტი, მოქმედი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი
  • სარეგისტრაციო ფორმა


„ვინ არიან ინფლუენსერები?"

  • დრო: 27 მარტი, 15:00 სთ
  • სპიკერი: ირინა ონაშვილი
  • ინფლუენსერი და ტელეწამყვანი, აღსანიშნავია, რომ ირინა არის SEU - ს კურსდამთავრებული
  • სარეგისტრაციო ფორმა

დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული თითოეული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ სარეგისტრაციო ბმულზე მითითებულ ნომრებზე. შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით.

Message body empty