სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

დასაქმების ონლაინ კვირეული

19 აპრილი

19-28 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, დასაქმების ონლაინ კვირეულს უმასპინძლებს.

კვირეულის ორგანიზატორია,  კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური.
კვირეულში მონაწილეობას იღებენ საქართველოში მოქმედი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.

დასაქმების ონლაინ კვირეულზე დასწრება შეუძლიათ, SEU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

კვირეულის ფარგლებში, კომპანიები დამსწრეებს გააცნობენ ინფორმაციას მიმდინარე ვაკანსიებისა და სტაჟირებების შესახებ. კონკრეტული ვაკანსიით  დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ კომპანიის წარმომადგენლებს განსახილველად გაუგზავნონ საკუთარი რეზიუმე/CV.

იხილეთ დასაქმების კვირეულში მონაწილე კომპანიების ჩამონათვალი და კალენდარი

აღსანიშნავია, რომ  კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური აქტიურად ზრუნავს სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე და მათ  სისტემატიურად სთავაზობს მიზნობრივ:  ტრენინგებს, ვორქშოფებს, დასაქმების ფორუმებს და სხვა.

SEU ყოველწლიურად, 150-მდე კომპანიის ჩართულობით ადგილზე მასპინძლობს დასაქმების ფორუმს.

დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე​, რეგულაციების გათვალისწინებით კი ფორუმი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს. 

  • ტელ: 032 2 90 00 00 (27)
  • ანი გოგიჩაიშვილი  (+995) 577 25 24 86 
  • მარიამ ფარცვანია (+995) 577 27 99 28
  • E-mail: [email protected]

გამოიყენეთ შესაძლებლობა და არ გაუშვათ შანსი! 

#დასაქმდიდღეს

 

Message body empty