23 აპრილს, 18:00 საათზე, SEU-ში ჩატარდება ტრენინგი "ინფორმაციის გაზიარების უსაფრთხოება", რომელსაც კომპანია SONY-ის ვიცე-პრეზიდენტი დინეშ ვორა ჩაატარებს. ტრენინგი გათვლილია საინფორმაციო ტექნოლოგიების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების პერსონალისთვის და მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც SEU-ს, ასევე, სხვა უნივერსიტეტის თანამშრომლებსაც.
ტრენინგზე საუბარი იქნება კიბერ უსაფრთხოებაზე, გაიგებთ თუ რა არის კიბერ საფრთხეები, რა გავლენას მოახდენს კიბერშეტევა ბიზნესზე და რა ნაბიჯებია საჭირო კიბერდანაშაულის რისკების თავიდან ასაცილებლად.
დინეშ ვორა არის კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, რომელსაც აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების ვერტიკალურ სფეროში 18 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით როგორიცაა: ინფორმაციული უსაფრთხოება, ოპერირება, IT ინფრასტრუქტურის რუქის შექმნა და შესრულება, ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმვა, ინციდენტების და რისკების მართვა, კიბერ და ინფორმაციის უსაფრთხოების ჩარჩოს გამოყენება, მომხმარებელთა ინფორმირებულობის ტრენინგი, პროგრამების უსაფრთხოება და სხვა. ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.