სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტუდენტების ფსიქოლოგიური კონსულტირება და ტრენინგები

25 მაისი
Zoom.us 19:00

25 მაისს, 19:00 საათზე SEU-ს ბაზაზე არსებული ,,ფსიქოლოგიური კონსულტირებისა და ტრენინგების ცენტრის’’ ორგანიზებით ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრის თემა: ,,სტუდენტების ფსიქოლოგიური კონსულტირება და ტრენინგები’’.

სპიკერი: ნოდარ სარჯველძე - SEU-ს აფილირებული პროფესორი, ფსიქოკონსულტანტი და ,,ფსიქოლოგიური კონსულტირებისა და ტრენინგების ცენტრის’’ ხელმძღვანელი.

შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტირების არსისა და მნიშვნელობის გაცნობაა.

შეხვედრაზე განხილული იქნება:

  • რა არის ფსიქოლოგიური კონსულტირება;
  • რაში დაგვეხმარება ფსიქოლოგიური კონსულტირება;
  • როდის შეიძლება მივმართოთ ფსიქოლოგიურ კონსულტირებას;

ასევე, შესაძლებლობა გექნებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მიიღოთ პასუხები.

ცენტრის მიზანი სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტირების ხელმისაწვდომობაა, აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ინდივიდუალური სესიების, ჯგუფური სესიებისა და ტრენინგების სახით.

მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ჩაეწერონ კონსულტაციაზე:

  • 593687810 - ნოდარ სარჯველაძე
  • 557704932 - ნატო მგალობლიშვილი

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

სარეგისტრაციო ფორმა

Message body empty