სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, ესეების კონკურსსა და ონლაინ კონფერენციას აცხადებენ.
სამსახური აგრძელებს სტუდენტების განვითარებაზე ზრუნვას და ესეების მორიგ კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობაა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში არსებულ ყველა უმაღლესი დაწესებულების, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს.
სტუდენტებმა ესე უნდა მოამზადონ არსებული ჩამონათვალიდან ერთ-ერთ თემაზე:
პირველ ეტაპზე კონკურსანტების შეფასება მოხდება შერჩეულ თემაზე მომზადებული აბსტრაქტების მიხედვით.
აბსტრაქტები, შესაბამისი აპლიკაციის ფორმით, 14 დან 31 მაისის ჩათვლით მიიღება შემდეგ ელ. ფოსტაზე: students@stateinspector.ge
აბსტრაქტები შეფასდება თემატიკის რელევანტურობიდან, შინაარსის მნიშვნელობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე. ინფორმაცია აბსტრაქტების შეფასების შედეგების შესახებ სტუდენტებს ეცნობებათ აბსტრაქტების მიღების ვადის დასრულების შემდგომ. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტუდენტებს ესეს სრული მოცულობით მოსამზადებლად განესაზღვრებათ დამატებითი ვადა და ასევე, ეცნობებათ ნაშრომის შესრულების წესებისა და სტანდარტების შესახებ. დასრულებული ესეების მომზადებაში კონკურსანტებს დახმარებას გაუწევენ სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები.
ნაშრომებს შეაფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს (IDFI) წარმომადგენლების მხრიდან დაკომპლექტებული ორმხრივი კომისია.
კონფერენციის გამართვის თარიღთან და ზოგადად კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას მონაწილეები მიიღებენ მათ მიერ აპლიკაციის ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტაზე.
ესეების კონკურსი ცხადდება პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ. პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით. კონკურსის ფარგლებში შექმნილი მასალის შინაარსი შეიძლება არ ასახავდეს ნიდერლანდების საელჩოს პოზიციას.
გისურვებთ წარმატებებს!