სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ონლაინ საჯარო ლექცია - "პროფესია იურისტი"

28 მაისი
17:30

28 მაისს, EXPOGEORGIA - ს განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, SEU ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: "პროფესია იურისტი".

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნება იურისტის პროფესია, იურისტის ზოგადი, პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები. მსენელები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ რა მიმართულებებს მოიცავს იურისტის პროფესია და სად შეძლებენ დასაქმებას. პრაქტიკოსი იურისტები ისაუბრებენ: მოსამართლის, პროკურორის და ადვოკატის როლზე.

სპიკერები:

თეა ჯუღელი - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ანა ჩოგოვაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, SEU-ს მოწვეული ლექტორი;
ლევან მახარაშვილი - SEU-ს მოწვეული ლექტორი, იურიდიული კომპანია DLG&Case-ის იურისტი;
თამთა მარგველაშვილი - SEU-ს მოწვეული ლექტორი, იურიდიული კომპანია Nodia, Urumashvili & Partners-ის იურისტი.

დრო: 17:30 სთ

ასევე, გაიმართება SEU-ს სამართლის პროგრამის ღია კარის დღე.

დარეგისტრირდი

Message body empty