სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs”

29 ივლისი

HR hub-ისა და studentjob.ge-ის ორგანიზებით, 29 ივლისს, კიკვიძის პარკში, 18:30 – დან 22:30 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.Studentjob.ge-ზე. შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანია, ვაკანსია, დარეგისტრირდით და მობრძანდით ფესტივალზე.

  • დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://hrhub.ge/dasakmebis-festival-tbilisi-jobs/
  • ვაკანსიები და კომპანიების პროფაილები განთავსებულია აქ: www.Studentjob.ge
  • დარეგისტრირდით ამ ბმულის მეშვეობით და მობრძანდით დასაქმების ფესტივალზე: https://forms.gle/nan7Qgy4zSmZFz417

ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები. ფესტივალის ჩატარების ადგილზე, გთხოვთ ატაროთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისიტანცია.

Message body empty