საქარველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, ბიზნეს სამართლის კვლევის განვითარების პროექტის ფარგლებში, აცხადებს სტატიების კონკურსს შემდეგ მიმართულებებზე:
- ბიზნესი;
- ეკონომიკა;
- ტურიზმი;
- მენეჯმენტი;
- სამართალი.
კონკურსში მონაწილეობის მიღების წესი/პირობები:
- სტატიისათვის შერჩეული თემა უნდა ეხებოდეს ბიზნეს სამართლის სფეროში თანამედროვე აქტუალურ/პრობლემურ საკითხებს;
- სტატიათა კონკურსში მონაწილეობა უფასოა და მონაწილეობის უფლება აქვთ:
- ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/დოქტორანტურის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს;
- ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოწვეულ და აკადემიურ პერსონალს;
- სამართლის და ბიზნესის სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებს რელევანტური სამუშაო გამოცდილებით.
- საკონკურსო სტატია შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით - https://www.seu.edu.ge/ka/1533/
- აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
- არ განიხილება საკონკურსო სტატია, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია რომელიმე ბეჭდვით (მათ შორის ელექტრონულ/ონლაინ) გამოცემაში, ან იდენტური სახით წარმოდგენილი იყო მოხსენების/საკონფერენციო თემის და სხვა სახით წარსულში
- პლაგიარიზმის გამოვლენის შემთხვევაში სტატია არ მიიღება.
- სტატიები მიიღება (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) ელ - ფოსტაზე: g.kikilashvili@seu.edu.ge
სტატიების მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2021წ.
საუკეთესო/გამარჯვებული სტატიები გამოქვეყნდება სამეცნიერო კრებულში, ხოლო ავტორებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.