სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ონლაინ სემინარი: „განათლება და ტურიზმი"

27 სექტემბერი

27 სექტემბერს, ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სეუ-ს ტურიზმის პროგრამა, უმასპინძლებს ონლაინ სემინარს - "განათლება და ტურიზმი".

სემინარზე განხილული იქნება, საქართველოს ორი ყველაზე პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულება  - „განათლება და ტურიზმი".

  • რაშია განათლების ჭეშმარიტება და სად იმალება პროფესიული წარმატების გასაღები?
  • როგორია ტურიზმი დღეს და როგორ გამოიყურება საქართველო ახალ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე?
  • რა კავშირია განათლებასა და ტურიზმის ინდუსტრიას შორის?

დრო: 18:00 სთ

სპიკერი: ნინო კეკელიძე, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ასოცირებული პროფესორი

პროფესიული გამოცდილება:

  • ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს დამფუძნებელი და დირექტორი
  • საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო კომიტეტის ხელმძღვანელი

 განათლება:

  • ზაარლანდიის უნივერსიტეტი, გერმანია
  • დიპლომატიის სკოლა, ესტონეთი
  • ევროპული პროტოკოლის სკოლა, ბელგია
  • EIPA-ს ევროპული სახელმწიფო ადმინისტრირების ინსტიტუტი, პოლონეთი
  • იაგელონიის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • ალიკანტეს უნივერსიტეტი, ესპანეთი

27 სექტემბერს, ტურიზმის საერთაშორისო დღესთან ერთად, არის  ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს დაბადების დღეც. გაიცემა სერტიფიკატი.

დარეგისტრირდი

შეხვედრა გაიმართება ზუმის პლატფორმით.

პ.ს ვორკშოპი განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს იმ  აბიტურიენტებს, რომლებიც ფიქრობენ ტურიზმის პროგრამაზე ჩაბარებას.

Message body empty