სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოზე

18 ოქტომბერი

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში მოქმედი ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე წელს დაგეგმილია სამეცნიერო პროექტის - „ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოზე“ გამართვა. პროექტის მიზანია „მწვანე შეთანხმების“ (European Green Deal), რომელიც თავის მხრივ ევროკავშირის დეკარბონიზაციის უახლესი გეგმაა და 2050 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალური ევროპული კონტინენტის შექმნას გულისხმობს, ზემოქმედების შეფასება ევროკავშირის სამეზობლო-საპარტნიორო ურთიერთობების ფარგლებში, მათ შორის საქართველოზე.

მომატებული საზოგადოებრივი და სამეცნიერო ინტერესის გათვალისწინებით წინამდებარე პროექტი გულისხმობს შესაბამისი თემატური ჯგუფების შექმნას, აღნიშნული პროცესის სიღრმიSEUლ კვლევით ანალიზს და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში 2 დღიანი ინტერდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამართვას 2021 წლის დეკემბერში. მიღებული შედეგები გამოქვეყნდება, რის საფუძველზეც უკეთ შეფასდება ევროპის მწვანე შეთანხმების პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ზეგავლენა საქართველოზე. სამეცნიერო ჯგუფების მიერ შუალედური შედეგების წარმოდგენის გარდა დაგეგმილია მოხსენებების გამოქვეყნება რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში.

SEU-ს აკადემიური პერსონალი, SEU-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი და სხვა დაინტერესებული პირი სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის მიღების ინტერესის გამოხატვის მიზნით უნდა დაუკავშირდეს პროექტის კოორდინატორს (ანი ცირეკიძე, [email protected]) არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა (2021).

დამატებითი ინფორმაცია თავად პროექტისა და სამეცნიერო კონფერენციის შესახებ მოწოდებული იქნება შესაბამის ვადაში. შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს.

ამომწურავი ინფორმაციისთვის იხილეთ სამეცნიერო პროექტის სრული აღწერილობა შესაბამის ბმულზე

Message body empty