სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს მოწვეული ლექტორის ედუარდას სპირიაევასის, ლექციების ციკლი საერთაშორისო ტურიზმისა და გარემოს განვითარების საკითხებზე

16 ნოემბერი
12:00

16 ნოემბერს, 14 დეკემბერსა და 18 იანვარს 12:00 საათზე, ლიეტუვის უნივერსიტეტის ტურიზმის გეოგრაფიას, რეგიონთმცოდნეობას, კვლევის მეთოდოლოგიასა და ტურიზმის სივრცით დაგეგმარების მიმართულების ასოცირებული პროფესორი და SEU-ს მოწვეული ლექტორი ედუარდას სპირიაევასი, ჩაატარებს ლექციებს  საერთაშორისო ტურიზმისა და გარემოს განვითარების საკითხებზე.

კერძოდ:

  • 16 ნოემბერი - საერთაშორისო ტურისტული გარემოს დაგეგმარება;
  • 14 დეკემბერი -ტურიზმის კვლევის მეთოდები;
  • 18 იანვარი - ტურიზმის ალტერნატიული ფორმების განვითარება;

ედუარდას სპირიაევასი - ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ტურიზმის გეოგრაფიის, რეგიონთმცოდნეობის, კვლევის მეთოდოლოგიისა და ტურიზმის სივრცით დაგეგმარების მიმართულებით. მას ტურიზმის განათლების სფეროში მოღვაწეობის ოც წლიანი გამოცდილება აქვს კლაიპედას უნივერსიტეტში (ლიეტუვა) და რიგაში, ლატვიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის სახით.   ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ედუარდას სპირიაევასი SEU-ს მოუწვეული ლექტორია, ის ლექციებს ტურიზმის მენეჯმენტის შესახებ კითხულობს.

დარეგისტრირდი

Message body empty