სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მასიმილიანო პელეგრინის ლექციები

17 ნოემბერი

17, 26 ნოემბერსა და 2 დეკემბერს, რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის და კოლუმბიის ეკონომიკური სკოლის პროფესორი - მასიმილიანო პელეგრინი წაიკითხავს ლექციებს გუნდური მუშაობის პრინციპებისა და ტექნიკების შესახებ. კერძოდ:

  • 17 ნოემბერი, 15:00სთ - გუნდური მუშაობა: ზოგადი ცნებები და განმარტებები;
  • 26 ნოემბერი, 15:00სთ - გუნდური მუშაობა: ინტერპრეტაციული მოდელი: კონტექსტი-სტრუქტურა-დინამიკა-შედეგი;
  • 2 დეკემბერი, 15:00 გუნდური მუშაობა: ბელბინის როლები.

მასიმილიანო პელეგრინი გახლავთ კოლუმბიის ეკონომიკური სკოლის ორგანიზაციული, სამეწარმეო ქცევის, მენეჯმენტისა და სამართლის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ის არის ავტორი 40-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა.

სხვადასხვა წლებში იყო: ასოცირებული პროფესორი რომის „Tor Vergata”-ს უნივერსიტეტში, მენეჯმენტისა და სამართლის მიმართულებით. აგრეთვე მიწვეული მკვლევარ-პროფესორი მენჯმენტის ფაკულტეტზე ვარშავის უნივერსიტეტში. მიწვეული პროფესორი ჩინეთის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლაში. ასევე კურსის ხელმძღვანელი და ლექტორი ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით დასავლეთ ლონდონის უნივერსიტეტში - Claude Littner Business School.

მასიმილიანო პელეგრინი არის SEU-ს მოწვეული ლექტორი, HR მენეჯმენტისა და მეწარმეობის კურსების მიმართულებით.

დარეგისტრირდი

Message body empty