სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ესეების კონკურსი ონლაინ მაღაზია ისურვესგან

06 დეკემბერი

საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ისურვე (https://isurve.ge) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის, თემაზე - „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.

გამარჯვებული ესეს ავტორს კომპანია დაუფინანსებს სწავლის საფასურს 2250 ლარის ოდენობით. ნაწილობრივი გრანტის არსებობის შემთხვევაში, განსხვავებული თანხის ღირებულების ნივთს თავად გამარჯვებული შეარჩევს!

კონკურსის პირობები:

  • საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს მთავარ თემას და უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ნაშრომის კრიტერიუმებს.

ესეს სავარაუდო სტრუქტურა (არასავალდებულო):

  • სათაური;
  • შესავალი/არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი;
  • თემის წარდგენა და არგუმენტირება/ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება;
  • დასკვნა/მსჯელობის შეჯამება.


კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - 20 ნოემბრის ჩათვლით.
  • ნაშრომების მიღება - 30 ნოემბრის ჩათვლით.
  • 6 დეკემბერს გამოვლინდება 1 გამარჯვებული.

განაცხადის ფორმა:

  • სახელი და გვარი, პირადი ნომერი;
  • ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • უნივერსიტეტის დასახელება;
  • ესეს სათაური.

ესეს გაფორმების წესი:

  • ფურცლის ზომა A4;
  • შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen);
  • შრიფტის ზომა - 12;
  • გვერდების საორიენტაციო რაოდენობა -1-2.
  • არ არის სავალდებულო, რომ ესე წარმოდგენილი იყოს ქართულ ენაზე. ენას ირჩევს სტუდენტი სურვილისამებრ;
  • მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიანტის საფეხურის სტუდენტებს, ასევე - მაგისტრატურისა და დოქტორატურის;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულო არ არის სასწავლო დაწესებულებას ჰქონდეს უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი. მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ავტორიზებული კოლეჯის სტუდენტებიც.
     

განაცხადისა და ესეს გამოგზავნა ელ.ფოსტაზე: [email protected]

Message body empty