სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სამოქალაქო განათლების უფასო პრაქტიკული კურსი

22 ნოემბერი

22 ნოემბრიდან, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს სამართლის პროგრამა, სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს სამოქალაქო განათლების ორთვიან, უფასო, ონლაინ პრაქტიკულ კურსს.

კურსის მიზანია სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. კურსი დატვირთული იქნება გუნდური სავარჯიშოებითა და როლური თამაშებით.

კურსის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნობიან შემდეგ სამართლებრივ საკითხებს:

  • სამართალი და სამართლებრივი სისტემები;
  • კონსტიტუცია და დემოკრატია;
  • საკანონმდებლო ხელისუფლება;
  • სასამართლო ხელისუფლება;
  • ადამიანის ძირითადი უფლებები;
  • სამოქალაქო სამართალი;
  • სისხლის სამართალი;
  • არასრულწლოვანთა უფლებები და სხვა.

კურსი განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს იმ მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამართლის დარგით და გეგმავენ სამართლის პროგრამაზე ჩაბარებას. კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს.

კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე, კვირაში 1 დღე.

თითოეულ მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი.

შეხვედრები გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით.

რეგისტრაცია დასრულებულია!

Message body empty