24 ნოემბერსა და 22 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მოწვეული ლექტორი - იზაბელა რაკა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაუტარებს სიმულაციურ კურსს.
იზაბელა რაკა გახლავთ პროფესორი სტრატეგიული მენეჯმენტის მიმართულებით. იზაბელა რაკა პოლონეთში კალისიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია.
ის არის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე და მის ვალდებულებაში შედის ფაკულტეტთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, განვითარება და საგარეო საქმეთა/გარემოს კოოპერაცია. ასევე იზაბელა რაკა Erasmus+ პროგრამის ლექტორია იტალიაში, ბულგარეთსა და მოლდოვაში.