სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს ღია კონკურსებს.

24 ნოემბერი
16:00

საჯარო რეესტრში არსებულ ვაკანსიებზე დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ონლაინ შეხვედრას გამართავენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან. შეხვედრა გაიმართება 2021 წლის 24 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე.

აღნიშნული შეხვედრა სამუშაოს მაძიებლებს მოგცემთ შესაძლებლობას, პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით მიიღოთ ინფორმაცია საჯარო რეესტრის საქმიანობის, სამუშაო გარემოს, არსებული ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიზანია გაზარდოს ორგანიზაციის შესაძლებლობები თანამედროვე უნარების მქონე, ჩართული, მოტივირებული და საქმისადმი ერთგული თანამშრომლებით უზრუნველყოფის გზით.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გენდერული თანასწორობისა და შესაძლებლობათა თანაბარი წარმოჩენის უზრუნველყოფას.

ღია კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

  • მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი (20 ვაკანტური ადგილი).
  • ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი (100 ვაკანტური ადგილი).
  • ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახური (350 ვაკანტური ადგილი)

დარეგისტრირდი

რეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ მითითებულ ნომრებზე. შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს.

Message body empty