სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

10 დეკემბერი

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომლის ფარგლებშიც 2-10 დეკემერს ყოველწლიურად ტარდება „ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული“.

კვირეულის მიზანია სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით, ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლა.

აღსანიშნავია, რომ SEU ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში აქტიურადაა ჩართული, მიგვაჩნია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას  და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების, თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცებას.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) მხარდაჭერით.

კვირეულის ფარგლებში, SEU გთავაზობთ შემდეგ ღონისძიებებს:


საჯარო ლექცია თემაზე: ენერგიის უფლება.

  • თარიღი: 6 დეკემბერი, 11:00-13:00 სთ.
  • საჯარო ლექცია შეეხება ენერგიის უფლებას, რაც სიახლეა როგორც საერთაშორისოდ აღიარებული უფლება.  თანამედროვე სამყაროში აქტიურად საუბრობენ ამ უფლების შესახებ.
  • სპიკერი: ირაკლი სამხარაძე - SEU-ს ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი.
  • ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულად, SEU-ში,  ამავე დროს  განხორციელდება ლაივ ჩართვა SEU-ს უნივერსიტეტის FB გვერდზე.

დარეგისტრირდი


კინოჩვენება გენდერული თანასწორობის შესახებ, ასევე გაიმართება დისკუსია.

  • თარიღი: 6 დეკემბერი, 16:00-18:00 სთ.
  • სპიკერი: ანა ფირცხალაშვილი - SEU-ს პროფესორი, ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.
  • ადგილი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.

დარეგისტრირდი


კინოჩვენება სქესობრივი დანაშაულების შესახებ, ასევე გაიმართება დისკუსია.

  • თარიღი: 7 დეკემბერი, 17:00-18:30 სთ.
  • სპიკერი: გოგა ხატიაშვილი - SEU-ს მოწვეული ლექტორი.
  • ადგილი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.

დარეგისტრირდი

საჯარო ლექცია თემაზე: პანდემია და ადამიანის უფლებები.

  • თარიღი: 9 დეკემბერი, 12:00-14:00 სთ.
  • საჯარო ლექციაზე განხილული იქნება პანდემიის დროს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი.
  • სპიკერი: თამარ ავალიანი - SEU-ს ასოცირებული პროფესორი.
  • ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულად, SEU-ში,  ამავე დროს  განხორციელდება ლაივ ჩართვა SEU-ს უნივერსიტეტის FB გვერდზე.

დარეგისტრირდი

კინოჩვენება, ასევე გაიმართება დისკუსია - მრავალფეროვნების სახეები-სოფო, მრავალფეროვნების სახეები-ჰურიე.

  • თარიღი:  9 დეკემბერი, 15:00-16:30 სთ.
  • ნაჩვენები იქნება ფილმი, რომლის შემდეგ გაიართება დისკუსია.
  • სპიკერი: თამარ ავალიანი - SEU-ს ასოცირებული პროფესორი.
  • ადგილი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.

დარეგისტრირდი

საჯარო ლექცია თემაზე: იმიტირებული სასამართლო პროცესი ბიზნეს დავის განხილვის სპეციფიკა, ბიზნესის და ადამიანის უფლების სპეციფიკის გათვალისწინებით.

  • თარიღი: 10 დეკემბერი, 10:00-12:00 სთ.
  • საჯარო ლექცია შეეხება იმიტირებულ პროცესს, რომელიც  წარმოაჩენს ბიზნეს დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემატიკას.
  • სპიკერები: SEU-ს სტუდენტები.
  • ღონისძიება ჩატარდება SEU-შ, იმიტირებული სასამართლო დარბაზში.

დარეგისტრირდი

ადგილზე კვირეულში მონაწილეობის მიღების უფლება პირს აქვს იმ შემთხვევაში, თუ აქვს „მწვანე სტატუსი“, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

Message body empty