სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ონლაინ კვირეული

13 დეკემბერი

13-17 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმასპინძლებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ონლაინ კვირეულს.

კომპანიებისთვის CSR-ი ფართე საზოგადოებასთან და მომხმარებლებთან კომუნიკაციის და მათთვის საჭირო შეტყობინებების გადაცემის ერთ-ერთი საუკეთესო გზა გახდა. ამასთან, მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების კვალდაკვალ, საქართველოში სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ინტერესდება მდგრადი განვითარების საკითხებით და ცდილობს ამ მიმართულებით საკუთარი წვლილი შეიტანოს. კვირეულის ფარგლებში, ბიზნესის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ისაუბრებენ აღნიშნულ გამოწვევებზე, შემოგვთავაზებენ პრობლემების გადაჭრის გზებს და გაგვიზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას.

კვირეულის ფარგლებში, განხილული იქნება CSR - ის შემდეგი  აქტუალური საკითხები.

13 დეკემბერი - ონლაინ ვებინარი  თემაზე: ლიდერების როლი თანამედროვე საზოგადოებაში - მდგრადი განვითარება.

  • სპიკერი: დავით ჩახვაშვილი - პროფესორი, SEU-ს ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
  • ვებინარზე განხილული იქნება ლიდერების წინაშე მდგარი გამოწვევები, საზოგადოებაში მდგრადობის საკითხების წინა პლანზე წამოწევის ფონზე და განმარტებული იქნება ის გზები, რითიც ლიდერებს შეუძლიათ თავიანთი ორგანიზაციების და გარემოს მდგრად განვითარებას შეუწყონ ხელი.
  • დრო: 12:00 სთ

დარეგისტრირდი

14 დეკემბერი - ონლაინ ვებინარი თემაზე: CSR და მარკეტინგი.

  • სპიკერი: თამარ ხოსროშვილი - პორშე ცენტრი თბილისისა და მაზდა ცენტრი თეგეტას მარკეტნგის ხემძღვანელი; საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
  • ვებინარზე განხილული იქნება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და მისი როლი კომერციულ ორგანიზაციაში. ასევე, საუბარი შეეხება პორშეს განხორციელებულ CSR აქტივობებს.
  • დრო: 17:00 სთ

დარეგისტრირდი

15  დეკემბერი - ონლაინ ვებინარი თემაზე: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა: ბიზნესის ახალი რეალობა.

  • სპიკერი: ლელა ხოფერია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელი.
  • ვებინარზე განხილული იქნება -  როგორია კომპანიების როლი თანამედროვე საზოგადოებაში და მათი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე? რატომ უნდა აიღონ კომპანიებმა თავიანთ თავზე ახალი, დამატებითი პასუხისმგებლობა იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიონ? როგორ შეიცვალა საზოგადოების ცნობიერება და როგორ აისახება ეს კომპანიათა საქმიანობაზე თუ მათ კომუნიკაციაზე საზოგადოებასთან? როგორია კორპორაციული პასუხისმგებლობის განხორციელების ფორმები და მოდელები?
  • დრო: 15:30 სთ

დარეგისტრირდი

16 დეკემბერი - შეხვედრა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელთან, თამარ გოჩაშვილთან

  • შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნება საქართველოს ბანკის CSR სტრატეგია და განხორციელებული პროექტები.
  • დრო: 16:00 სთ

დარეგისტრირდი

17 დეკემბერი - ონლაინ ვებინარი თემაზე: CSR და მდგრადი ბიზნესის კონცეფცია

  • სპიკერები: თენგიზ თაქთაქიშვილი - ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, მარიამ ლაბუჩიძე სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, SEU-ს მოწვეული ლექტორი
  • ვებინარზე განხილული იქნება მდგრადი ბიზნესის კონცეფცია, მისი მამოძრავებელი ძალები, ბიზნესის რეაგირება მდგრადობის აქტუალურ საკითხებზე და მდგრადობის სარგებელი ბიზნესისთვის.
  • დრო: 18:00 სთ

დარეგისტრირდი

Message body empty