სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის შესახებ

24 იანვარი
16:00

სტუდენტებო, ძალიან კარგი შესაძლებლობა თქვენთვის!

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში და ბრიტანულ Advantage Creative-თან თანამშრომლობით 24 იანვარს, 16:00 საათზე, გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე.

შეხვედრაზე განხილული იქნება პროგრამის სამოქმედო გეგმა და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ყველა იმ ბენეფიტის შესახებ, რისი მიღებაც პროგრამაში მონაწილეობით შეგიძლიათ.

  • გსურთ გქონდეთ საინტერესო და გამორჩეული სტუდენტური ცხოვრება?
  • გსურთ გახდეთ საერთაშორისო პროგრამის ბენეფიციარი და ისარგებლოთ ყველა იმ შესაძლებლობით, რომელსაც SEU ექსკლუზიურად ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით გთავაზობთ?
  • გსურთ გაიგოთ როგორ გამოიმუშაოთ სამეწარმეო და სტრატაპ უნარები?

მაშინ შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და შემოგვიერთდით, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პროგრამის სტუდენტი ხართ, რეგისტრაცია შესაძლებელია 20 იანვრის ჩათვლით.

დარეგისტრირდი