სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

შოთა რუსთაველის ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსი

17 იანვარი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, იულიხის კვლევით ცენტრთან ერთად, აცხადებს ერთობლივ საგრანტო კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსებულ პირებს, საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები, ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ სამეცნიერო სფეროებში:

  • მათემატიკური მეცნიერებები;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • საინჟინრო მეცნიერებები;
  • სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

იხილეთ დეტალურად

Message body empty