სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოზე“

10 თებერვალი
10:00-17:00

10-11 თებერვალს,  საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში არსებული „ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოზე.“

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით: „ევროპის მწვანე შეთანხმება არის ჩვენი ზრდის ახალი სტრატეგია. ზრდა, რომელიც იმაზე მეტს გვაძლევს, ვიდრე ჩვენგან იღებს.“

საინტერესოა, კლიმატის და ენერგეტიკის სექტორის ამგვარ ევოლუციის რა პოტენციური გავლენა ექნება ერთი მხრივ, საქართველოს კლიმატის პოლიტიკისა და ენერგეტიკულ რეფორმაზე და მეორე მხრივ, დეკარბონიზაციის მიმართულებაზე.  მით უმეტეს იმ ფონზე, როცა კლიმატ-ნეიტრალური მიზნების მიღწევა ევროკავშირისთვის სამეზობლო, სტრატეგიული ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის წამყვან კომპონენტად გვევლინება.

ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, მათ შორის, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით.

დრო:

  • 10 თებერვალი  - 10:00 – 17:00 საათი.
  • 11 თებერვალი - 10:00 – 17:00 საათი.

დასწრება თავისუფალია.

დარეგისტრირდიAgenda Feb 10Agenda Feb 11

Message body empty