სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“

09 მარტი
12:00

9 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-სა და საქპატენტის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართება პიბრიდული საჯარო ლექცია „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“, რომლის  მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ცნობიერების ამაღლება დარგის მიმართულებით.

სპიკერები:

  • ლევან კუცია - გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი;
  • ირაკლი კასრაძე - სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი.

ლექციაზე განხილული იქნება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები, კერძოდ: სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, დიზაინი, ისევე როგორც, გამოგონება და ახალი ჯიშები.

საქპატენტის დარგობრივი დეპარტამენტების წარმომადგენლები, მონაწილეებს მიაწოდებენ ინფორმაციას დარგის მნიშვნელობის, მისგან გამომდინარე უფლებების კომერციალიზაციის გზებისა და სარგებლის შესახებ, ისევე როგორ მათთან ერთად განიხილავენ სფეროში მოქმედ, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს.

დარეგისტრირდი

Message body empty