სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სემინარი თემაზე: „შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობა მეწარმეობაში"

15 აპრილი
17:00

15 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით, შემოქმედებითობისა და ინოვაციის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ჩატარდება პირველი სემინარი თემაზე: „შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობა მეწარმეობაში".

სპიკერი: ალფრედო მოსკარდინი - SEU - ს ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამების თანაავტორი, სანდერლენდის უნივერსიტეტის ემერიტუსი, კარდიფის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი, ნორთუმბრიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, მათემატიკოსი.

დოქტორი ალფრედო მოსკარდინი ისაუბრებს შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობაზე და მის პრაქტიკულ გავლენაზე მეწარმეობაში.

სემინარის ფარგლებში, განხილული იქნება პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მიდგომების შემოქმედებითი საწყისები და ჩარჩოებს მიღმა აზროვნების მნიშვნელობა.

დოქტორი მოსკარდინი დასვამს მთავარ აქცენტებს შემოქმედებითი და ჩარჩოებს მიღმა აზროვნების მნიშვნელობაზე, როგორც ბიზნესის წარმატების ერთ-ერთ განმსაზღვრელ აქტორზე.

დრო: 17:00 საათი.

სამუშაო ენა: სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, თუმცა განხორციელდება სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე.

დასწრება თავისუფალია.

სემინარი  ჩატარდება SEU - ში, მისამართი: წინანდლის ქუჩა N9, 300 არაგველის მეტროსთან.

დარეგისტრირდი

Message body empty