სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია: ომი და ჟურნალისტიკა

18 აპრილი
14:00

18 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმასპინძლებს საჯარო ლექციას: „ომი და ჟურნალისტიკა.“

ლექციის ფარგლებში, განხილული იქნება:

  • თქვენი მედია გარემოს პოლიტიკა: როგორ აისახება ის თქვენს სამუშაოზე;
  • უნდა აირჩიოთ თუ არა მხარე?;
  • სიმართლე - არის თუ არა ის ომის პირველი მსხვერპლი?;
  • ფსიქოლოგია - თანამედროვე ომის "ფრონტის ხაზი";
  • ომი და თქვენი, როგორც რეპორტიორის ვალდებულებები.

სპიკერი: პოლ ბელი - სტრატეგიული კომუნიკაციების, პოლიტიკისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წამყვანი სპეციალისტი დიდი ბრიტანეთიდან. იმ პერიოდში, როდესაც სამხრეთ აფრიკა დემოკრატიულ ღირებულებებს შეუერთდა, იყო ჯერ კეიპტაუნის უმსხვილესი გამოცემის პოლიტიკური ჟურნალისტი, შემდეგ კი რედაქტორი. მოგვიანებით პოლ ბელი შეუერთდა კომპანია „ბელ პოტინჯერს“ - ლონდონის უდიდეს გეოპოლიტიკურ საკონსულტაციო კომპანიას. კომპანია - „ბელ პოტინჯერი“ იყო  როგორც დიდი ბრიტანეთის, ისე ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ოცდაათამდე ქვეყნის  მრჩეველი - სახელისუფლებო, პოლიტიკური თუ ბიზნეს ლიდერებისთვის. ერაყის ომის დროს პოლ ბელმა ამერიკელი სამხედროებისთვის დააარსა უდიდესი და ყველაზე ეფექტური კონტრპროპაგანდის ერთეული და მალევე გახდა „ბელ პოტინჯერის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ბოლო სამი წელია, პოლ ბელი ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, ხელმძღვანელობს სტრატეგიის შემუშავებას სხვადასხვა საერთაშორისო პროექტზე. თებერვალში მუშაობდა უკრაინაში, ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის წარმოებულ კამპანიაზე.

წერს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და რეგიონის პოლიტიკის შესახებ ნატოს გამოცემებისთვის.

კითხულობს ლექციებს ლონდონის კინგს კოლეჯის ომის კვლევების დეპარტამენტში.

ლექცია ჩატარდება SEU-ში. მისამართი: წინანდლის ქუჩა 9, 300 არაგველის მეტროსთან.

დრო: 14:00 საათი.

სამუშაო ენა: ინგლისური/ქართული.

დასწრება თავისუფალია.

დარეგისტრირდი

Message body empty