5 მაისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმასპინძლებს პუბლიკაციის: "გზამკვლევი აკადემიურ წერაში" პრეზენტაციას.
ღონისძიებაზე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სასარგებლო რჩევები სამაგისტრო ნაშრომის შედგენის მეთოდოლოგიასა და აკადემიური წერის სტანდარტებზე.
ნაშრომი მომზადებულია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მხარდაჭერით, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო პროექტის ფარგლებში. ასოცირებული პროფესორის - ინა შანავას მიერ კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა აკადემიურ წერასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები.
SEU-ს სტუდენტები საჩუქრად გზამკვლევის ბეჭდურ ვერსიას მიიღებენ.
დრო: 16:00 საათი.
ღონისძიება ჩატარდება SEU-ს ახალ კამპუსში.
დარეგისტრირდი