საერთაშორისო სტუდენტურ ონლაინ კონფერენციაზე - ”SEU ISOC S-2022” რეგისტრაცია დაიწყო.
საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში ”SEU ISOC S-2022” მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს შემდეგი მიმართულებებით:
- ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, მართვა;
- სამართალი;
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- ფსიქოლოგია;
- ჟურნალისტიკა;
- მედიცინა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:
- სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს მოცემულ ბმულზე არაუგვიანეს 2022 წლის 3 ივნისისა.
- ნაშრომის აბსტრაქტი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსტეტი SEU-ს საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტების მიხედვით;
- აბსტრაქტის მოცულობა 100-300 სიტყვა;
- აბსტრაქტი შესრულებული უნდა იყოს ორ ენაზე: ქართული და ინგლისური;
კონფერენციაზე ნაშრომების წარმოდგენა აუცილებელია პრეზენტაციის სახით. ნაშრომი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია, დაშვებულ იქნას ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).
- მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი მოხსენება;
- თანაავტორის არსებობის შემთხვევაში რეგისტრაციისას მიუთითეთ ორივე ავტორის სახელი და გვარი;
- მიუთითეთ თემის სახელწოდება;
- სტუდენტურ ნაშრომს (გარდა დოქტორანტებისა) უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც არის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;
- მონაწილეთა ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტს;
- ნაშრომების აბსტრაქტები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საკონფერენციო მოხსენებათა აბსტრაქტების კრებულში;
- კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული ან/და ინგლისური.
კონფერენციაზე რეგისტრაციის ვადა:
- რეგისტრაციის (აბსტრაქტის წარმოდგენის) ვადა ბმულზე არაუგვიანეს 2022 წლის 3 ივნისისა.
- დასტურს კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მიიღებთ მხოლოდ სრულყოფილად რეგისტრაციის (მათ შორის აბსტრაქტის წარმოდგენის) შემთხვევაში, არაუგვიანეს 7 ივნისისა.
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 15 ივნისი ონლაინ, Zoom-ის პლატფორმა.
კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგწერეთ ელ-ფოსტაზე: conference@seu.edu.ge;
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დასწრება თავისუფალია;
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომების აბსტრაქტები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა აბსტრაქტების კრებულში.
დარეგისტრირდი