სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

რუბრიკა: წარმატებული კურსდამთავრებულები

24 მაისი
17:00

24 მაისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა SEU-ს კურსდამთავრებულთან და კომპანია “Headvice Academy/ჰედვაის აკადემიის” რეკრუტინგის მენეჯერ  - ნინო გიორგაძესთან.

შეხვედრაზე სპიკერი მოგვიყვება საკუთარი წარმატების ისტორიას.  ასევე, მსმენელებს  გაუზიარებს მრავალფეროვან სამუშაო გამოცდილებას და მისცემს რჩევებს, თუ როგორ გახდნენ კონკურენტუნარიანები დასაქმების ბაზარზე.

ნინო გიორგაძე წლებია  მუშაობს კადრების შერჩევის მიმართულებით, როგორც ქართული ისე უცხოური კომპანიებისთვის.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3yTDLnk

ღონისძიება გაიმართება SEU-ს ახალ კამპუსში, მეორე სართული, აუდიტორია   - 202. 

დრო: 17:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ  დაუკავშირდით კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს.

ტელ.: 577 24 26 95 / 577 14 11 14

E-mail: [email protected] 

#წარმატებულიალუმნები

Message body empty