სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ჰაკათონი სტუდენტებისათვის

11 ივლისი
11:00-14:00 საათი

11-12 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ჰაკათონს უმასპინძლებს.

ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ იმუშაონ პროდუქტზე და როგორ შექმნან პირველი პროტოტიპი.

ჰაკათონის მთავარი მიზანია, რომ მონაწილე გუნდებმა შეძლონ ბიზნესისა და ხელოვნების ურთიერთდაკავშირება და პროდუქტის სახით ვებ/მობილური აპლიკაციის შექმნა.

ჰაკათონი გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის “ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU  თანამშრომლობით.

შემოგვიერთდით ჰაკათონზე და აქციეთ თქვენი ბიზნეს იდეა ხელშესახებ პროდუქტად.

დრო: 11:00-14:00 საათი.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

სტუდენტს ან კურსდამთავრებულს ერთ-ერთი შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ გუნდურად.

ჰაკათონი გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

სამუშაო ენა: ქართული.

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 8 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვწერეთ: [email protected]

დარეგისტრირდი

Message body empty