სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

24 ივნისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს

24 ივნისი
11:00

ფორუმის ორგანიზატორია კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური. კვირეულში მონაწილეობას იღებს 50-მდე საქართველოში მოქმედი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი.

კომპანიები დამსწრეებს გააცნობენ ინფორმაციას მიმდინარე ვაკანსიებისა და სტაჟირებების შესახებ. კონკრეტული ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ კომპანიის წარმომადგენლებს განსახილველად დაუტოვონ საკუთარი რეზიუმე (CV).

აღსანიშნავია, რომ კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური აქტიურად ზრუნავს სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე და მათ სისტემატიურად სთავაზობს მიზნობრივ ტრენინგებს, ვორქშოფებს, დასაქმების ფორუმებს და სხვა.

დასაქმების ფორუმზე დასწრება შეუძლიათ, SEU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

დასაქმების ფორუმი გაიმართება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ახალ კამპუსში;

11:00 საათიდან 16:00 საათმდე.

დასაქმების ფორუმში მონაწილების მსურველმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3QtXzUR

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს.

ტელ: 032 2 90 00 00 (27)

შალვა მესხი (+995) 577 14 11 14

E-mail: [email protected]

გამოიყენეთ შესაძლებლობა და არ გაუშვათ შანსი!

#დასაქმდიდღეს