1 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღეს გამართავს.
შეხვედრაზე პროგრამის ლექტორები, პროგრამის ხელმძღვანელი და ფაკულტეტის დეკანი ისაუბრებენ სოციალური ფსიქოლოგიის, როგორც გამოყენებითი მეცნიერების, პროგრამის მიზნის, სასწავლო კურსების, სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდებისა და სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემატიკის შესახებ.
ღია კარის დღეზე, დამსწრეებს საშუალება ექნებათ, პროგრამის შესახებ დასვან კითხვები და მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.
დრო: 18:00 საათი.
ღია კარის დღე ჩატარდება ადგილზე, SEU-ს ახალ კამპუსში.
მის.: თბილისი, წინანდლის ქუჩა #9, მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ.
დარეგისტრირდი