სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის პროგრამა

26 სექტემბერი

გამოცხადებულია “საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის პროგრამა”, რომელიც ევროკავშირის მიერ ფინანსდება და ახორციელებს DAAD-ის საგარეო წარმომადგენლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. საგრანტო კონკურსზე განაცხადები მიიღება ნებისმიერი სამეცნიერო სფეროდან.

სასწავლო ვიზიტი შეიძლება განხორციელდეს ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში 2023 წლის განმავლობაში. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ გრანტი იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ დოქტორის ხარისხი ან მკვლევარად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება.მობილობის ხანგრძლივობაა სამი თვე, დაფინანსება შეადგენს 15 000 ევროს (თვეში 5000 ევრო).

აღნიშნული საგრანტო კონკურსის ფარგლებში 29 ივლისს დღის პირველ საათზე საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ Webex პლატფორმის გამოყენებით.

შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი ბმული: https://daad-veranstaltung.webex.com

ID: 2741 164 3898
password: waPP3kJDP62

შეხვედრის სამუშაო ენა არის ინგლისური და მასში მონაწილეობა არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას.

დეტალური ინფორმაცია: georgias-researchers-mobility-programme
აპლიკაციის შესავსებად გთხოვთ ეწვიოთ DAAD-ის ვებ გვერდს: https://www.eu-research.ge/guideline

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 სექტემბერი, 2022

Message body empty