პროექტი „ახალგაზრდები კარგი მმართველობისთვის" ხორციელდება ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.
პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ბაკალავრიატის საფეხურის მე-3, მე-4 კურსისა და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.
პროექტის მიზანია: „კარგი მმართველობის" პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება; ახალგაზრდების ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდა სახელმწიფოს მმართველობით და გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, რაც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს, საზოგადოებისა და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისთვის. პროექტი ახალგაზდრებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ახლოს გაეცნონ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას და ითანამშრომლონ მათთან სხვადასხვა ინიციატივის რეალიზებისთვის.
პროექტი განხორციელდება ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხის ბაზაზე (ფიზიკურ სივრცეში). ის მოიცავს, როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე, პრაქტიკულ აქტივობებს. მათ შორის, ფოკუს-ჯგუფის ფორმატში მუშაობას, დისკუსიებს, სასწავლო ვიზიტებს, სამუშაო შეხვედრებს დარგის ექსპერტებთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას.
პროექტის ფარგლებში, შეიქმნება დარგობრივი/თემატური ჯგუფები შემდეგი მიმართულებებით:
სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტებისას უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც სწავლების მიმართულების (პროფესიული მიმართულება) მიხედვით შეესაბამებიან სამუშაო ჯგუფის პროფილს.
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
რეგისტრაცია გრძელდება 19 სექტემბრის ჩათვლით!
დამატებითი ინფორმაციისთვის: